თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდა. „სტუდენტები“ ფინალში გაცილებით ტიტულოვან „თელასს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ სამრაუნდიან ბრძოლაში აჯობეს.
ფინალური სერია ორ გამარჯვებამდე იყო. პირველი მატჩი „თსუ“-მ მოიგო - 2:1, მეორე - „თელასმა“ პენალტების სერიაში (5:3), გადამწყვეტი მატჩის ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა - 3:2 „თსუ“-ს სასარგებლოდ.
მესამე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი,, ლევან კობაიძე, დასახელდა.