ერაყის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ხვდება თეთრ სახლში

ერაყის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-კადიმი

აშშ-მა გამოაცხადა ერაყის მთავრობასთან 8 მილიარდი დოლარის მოცულობის კომერციული შეთანხმებების შესახებ. განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტის წინ, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება.

შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-ის ერთ-ერთ ნავთობკომპანია შევრონს მოიცავს, 19 აგვისტოს მოეწერა ხელი. მათი მიზანია ირანისგან ერაყის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა.

თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმის ვიზიტის ფონია ერაყის მძიმე ეკონომიკური პრობლემები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და ნავთობის დაბალი ფასების გამო.

როგორც მოსალოდნელია, ალ-კადიმი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავენ ერაყში აშშ-ის ჯარების ყოფნაზე, რაც ძირითადად მიზნად ისახავს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც 19 აგვისტოს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუად ჰუსეინს შეხვდა ვაშინგტონში, განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს ერაყში თავისი ჯარების რაოდენობის შემცირებას.