Turkish Airlines 29 აგვისტოდან თბილისიდან ფრენებს იწყებს

თურქეთის ავიახაზები 29 აგვისტოდან 26 სექტემბრამდე თბილისიდან ფრენებს იწყებს. საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს, 03:55 სთ-ზე შესრულდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

"[კომპანია] შეასრულებს ცალმხრივ ფრენებს თბილისი-სტამბოლის აეროპორტის მიმართულებით", - ვკითხულობთ საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

ამ დრომდე საქართველოდან ფრენის უფლება მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთისა და ლატვიის მიმართულებით შეიძლებოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფრენები კორონავირუსის გამო შეიზღუდა.