23 აგვისტოდან თბილისიდან Pegasus-ი ფრენებს აღადგენს

23 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით Pegasus Airlines-ი თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით ფრენებს აღადგენს. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

"აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება", - აცხადებენ აეროპორტში.

საქართველოდან მგზავრებს გაიყვანს Turkish Airlines-იც. კომპანია ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით 29 აგვისტოდან შეასრულებს.

ამ დრომდე საქართველოდან ფრენის უფლება მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთისა და ლატვიის მიმართულებით შეიძლებოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფრენები კორონავირუსის გამო შეიზღუდა.