Covid 19 საქართველოში კიდევ 9 ადამიანს დაუდასტურდა

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა ოფიციალურ საიტზე Stop.Gov.ge.

ამ ეტაპზე საქართველოში არის კორონავირუსის დადასტურებული 1385 შემთხვევა.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1132 ადამიანი.

გარდაცვლილია - 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში რჩება - 6903 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი - 41-ა.