ჩეხეთში ორჯერ გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა ახალი შემთხვევების სტატისტიკა

პირბადე სავალდებულოა პრაღის მეტროში

ჩეხეთში, სადაც აგვისტოს თვეში COVID-19-ის ყოველდღიური მატება საშუალოდ 200-ს შეადგენდა, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 506 ახალი შემთხვევა, რითაც 21 551-მდ ეგაიზარდა კოვიდინფიცირებულთ რაოდენობა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 411 პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, და შემოდგომაზე მოსალოდნელი რთული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჩეხეთში 1 სექტემბრიდან კვლავ სავალდებულო გახდება პირბადეების ტარება ყველა სახის ტრანსპორტსა და არაერთ დახურულ დაწესებულებაში.

ამჟამად პირბადეების ტარება აუცილებელია მხოლოდ მეტროში.

ამასთან 14 დღიდან 10-მდე შემცირდება კარანტინში ყოფნის ვადა. იმ ქვეყნებისათვის ჩამოსული ვიზიტორებისათვის, სადაც COVID-19- ფართოდაა გავრცელებული, სავალდებულო იქნება კორნავირუსზე ჩატარებული ნეგატიური ტესტირების დამადასტურებელი ცნობა ან კარანტინის გავლა.

დღეისათვის ჩეხეთის მთავრობამ ბოლომდე გახსნა საღვრები მეზობელ სლოვაკეთთან, ავსტრიასთან და გერმანიასთან, ასევე შეუზღუდავია მიმოსვლა უნგრეთთან.