ავღანეთში სროლის შედეგად დაიჭრა ცნობილი მსახიობი ქალი

მსახიობი საბა საჰარი

უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა ცნობილი ავღანელი მსახიობი ქალი და ქალთა უფლებადამცველი, საბა საჰარი.

თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოხდა.

სროლის შედეგად დაჭრილია ასევე მსახიობის დაცვის წევრი.

საბა საჰარი საავადმყოფოში გადაიყვანეს და, როგორც მისმა ქმარმა თქვა, გაუკეთეს ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

საბა საჰარი ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტია.