ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაადასტურა. სამის მდგომარეობა მძიმეა.

26 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 274 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 115. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო.