საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მარიამობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს, რომელსაც დღეს, 28 აგვისტოს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.