კლინიკაში გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ავტომანქანა შეეჯახა

საავადმყოფოში გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დაეჯახა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა ლისის გზაზე: „საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა“.

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.