ბალტიის სახელმწიფოები გამოაქვეყნებენ სანქცირებულ ბელარუს მოხელეთა სიებს

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი დღეს გამოაქვეყნებენ იმ ბელარუს მოხელეთა სიებს, რომელთა მიმართაც ეს სამი ქვეყანა აამოქმედებს სანქციებს ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნების ფალსიფიცირების და საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობისთვის.

სიაში იქნება ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტიც, რომელსაც აეკრძალება შესვლა ბალტიის სამივე ქვეყანაში. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

მანამდე ევროკავშირმა მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას ბელარუსი მოხელეების მიმართ სანქციების ამოქმედების შესახებ, მაგრამ კონკრეტული სია ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.