ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა ერთადერთი მატჩით დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში 30-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ჯონ მილმენს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზე მეორედ გავიდა. პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ჩაატარა ცინცინატის მასტერსზე და კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან წააგო - 4:6 1:6.

ამერიკის ღია პირველობაზე წარუმატებელი სტარტის გამო, ბასილაშვილი სარეიტინგო ქულებს დაკარგავს. შარშანდელ ამერიკის ღია პირველობაზე ის ტურნირს მესამე წრიდან გამოეთიშა.