აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიზე რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა. სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა კლუბ "დეჟა-ვუსთან". არიან დაშავებულები.

პირველადი ინფორმაციით, მუშებს, რომელიც აწარმოებდნენ სარემონტო სამუშაოებს, აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი. დაშავებულია 2, გარდაცვლილია - 1. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიიღო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აფეთქების შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

ადგილზე უკვე მუშაობს რამდენიმე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.