ორი ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავეს

19 წლის პირი დააკავეს ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 19 და 17 წლის ძმებს, „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". დაჭრილები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, სამედიცინო დახმარების შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.