აჭარის ტელევიზიის 149 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა

აჭარის ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის კორონავირუსზე აღებული ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.

მაუწყებლის თანამშრომელთა გამოკვლევა 4 სექტემბერს დაიწყო, როცა COVID-19 დაუდასტურდა მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს.

უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა 5 სექტემბერს. მისი ეთერით დროებით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელების განცხადებით, ტესტირებას გაივლის ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით შეძლებს აჭარის ტელევიზია მუშაობის განახლებას.

ასევე ნახეთ „უმჯობესია, დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტოს“ - ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის ტელევიზიაზე