ციხანოუსკაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს კოლეგის გატაცების გამო

მარია კოლექსნიკოვა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოუსკაია დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ციხანოუსკაია, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლიტვაში იმყოფება, მონაწილეობას მიიღებს „9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში შექმნილი ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლაში“.

სვეტლანა ციხანოუსკაია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს ოპოზიციის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრის მარია კოლესნიკოვას გაუჩინარებიდან ერთი დღის შემდეგ. დამოუკიდებელი საინფორმაცო პორტალის, tut.by-ის თანახმად, მინსკის ქუჩიდან იგი მინივენით გაიტაცეს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა ეროვნულმა საგამოძიებო კომიტეტმა და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია კოლესნიკოვას გაუჩინარების შესახებ. მინსკის პოლიციამ თქვა, რომ იგი არ დაუკავებიათ.

კოლექსნიკოვას გატაცება მოხდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკას საწინააღმდეგო აქციებზე ქვეყნის მასშტაბით გასულ შაბათ-კვირას ხელისუფლებამ 600-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება აღიარა.

საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს 9 აგვისტოს შემდეგ მას მერე, რაც მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად კენჭისყრაში, რომელის შედეგებს დასავლეთი, ასევე ოპოზიცია, არ ცნობენ.