გედევან ფოფხაძეს Covid-19 დაუდასტურდა

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ცნობით, პარტიის აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს Covid-19 დაუდასტურდა.

„გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა. აღსანიშნავია, რომ პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა“, - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან პარტიის სხვა ლიდერები, მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ზვიად კვაჭანტირაძე.