საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევაა

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 1 სექტემბერი - 23;
  • 2 სექტემბერი - 38;
  • 3 სექტემბერი - 20;
  • 4 სექტემბერი - 28;
  • 5 სექტემბერი - 25;
  • 6 სექტემბერი - 29;
  • 7 სექტემბერი - 34;
  • 8 სექტემბერი - 45;
  • 9 სექტემბერი - 44;
  • 10 სექტემბერი - 57;
  • 11 სექტემბერი - 87;
  • 12 სექტემბერი - 158;
  • 13 სექტემბერი - 152;
  • 14 სექტემბერი - 165.

დღეს დილით, 165 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.