თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება გახსნა. „მოგესალმებით ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას, მივესალმები ადგილობრივ ხელისუფლებას, მეუფეო, მოგესალმებით. მივესალმები სასულიერო პირებს, ახალგაზრდებს, ყველა თაობის ადამიანს, სრულიად საქართველოს, ქუთაისიდან", - ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს კახა კალაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).
„ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა.