ავღანელ ბავშვებს პირადობის მოწმობაში მათი დედის გვარსა და სახელს ჩაუწერენ

მომავალში ავღანელი დედების გარი და სახელი აღნიშნული იქნება მათი შვილების ეროვნულ პირადობის მოწმობაში. ამას წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანიის შედეგად მიაღწიეს ქალთა უფლებების დამცველებმა.

პრეზიდენტ აშრაფ ღანიმ 18 სექტემბერს ხელი მოაწერა ქვეყნის სამოქალაქო კანონმდებლობაში შესწორებას.

ცვლილება უფლებადამცველების დიდი ხნის სურვილი იყო კონსერვატულ და რელიგიურ ქვეყანაში, სადაც ქალები კაცი ნათესავების ვინაობის მიხედვით ამოიცნობიან. თუ კაცი საჯაროდ გაამხელს ქალი ნათესავის ვინაობას, სირცხვილად ითვლება ავღანეთში.

დღემდე ავღანელებს მხოლოდ მამის ვინაობა ეწერათ პირადობის მოწმობაში.

ღანის განკარგულებაში, რომელიც პარლამენტმა დამტკიცა, პირადობის მოწმობაში დედის სახელი და გვარი ჩაიწერება მამის სახელსა და გვართან ერთად.