შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ერთი კი რუსთავს. კონკრეტულად:

  • აჭარაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - 6 შემთხვევა;
  • შსს-მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეული - 1 შემთხვევა;
  • ბათუმში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველო - 1 შემთხვევა;
  • შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აჭარაში - 1 შემთხვევა;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში - 1 შემთხვევა;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რუსთავში - 1 შემთხვევა.

შსს-ს ცნობით, თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უწყების ყველა თანამშრომელი, რომელთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ჩაუტარდათ სრული დეზინფექცია.

20 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 128 აჭარას უკავშირდება.