კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარიდანაა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 164 აჭარიდანაა. ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 კრიტიკული მდგომარეობის პაციენტია.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 43;
  • იმერეთი - 22;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 15;
  • გურია - 7;
  • გორი - 1;
  • მარნეული - 1;
  • მცხეთა - 1;
  • იმპორტირებული შემთხვევები - 5.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.