დაბა ლაითურში COVID - 19-ით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეზღუდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი: 595 366476.

მერიის ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა.