საქართველოში კორონავირუსით დღეს, 29 სექტემბერს, კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

სამთავრობო ვებგვერდის Stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობამ 36-ს მიაღწია. აქედან 17 ადამიანი სექტემბერში გარდაიცვალა. დღეს, 29 სექტემბერს, უკვე ოთხი ადამიანია გარდაცვლილი.

„ინტერპრესნიუსის" ცნობით, 35-ე პაციენტი, 82 წლის ქალი, მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდი”-ს COVID-ცენტრში გადიოდა. რაც შეეხება 36-ე პაციენტს, აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ის 79 წლის კაცია. მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 58660-ს შეადგენს, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში განიკურნა 270 პაციენტი.