საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7093-მდე გაიზარდა.

ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს 448 შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან. საგრძნობლად იმატა გარდაცვალებამაც. სექტემბერში აღირიცხა ინფიცირების 4705 შემთხვევა, უმეტესობა აჭარის რეგიონში. სექტემბერში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.