კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. მოიმატა ინფიცირებულების რაოდენობამ თბილისშიც და ინფიცირებულთა რაოდენობამ 78 პაციენტი შეადგინა.

ბოლო 24 საათში, 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა იმერეთში. ექვს-ექვსი ინფიცირებული გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში.

2 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი ქვემო ქართლში; კახეთში 3 პაციენტს, მცხეთა-მთიანეთში 2-ს, სამცხე ჯავახეთში კი ერთს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7093-მდე გაიზარდა.