აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევაა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

აპრილიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1716 შემთხვევა, მათგან 621 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული სულ მცირე 3 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებშიც.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლებას მაისიდან დადასტურებული აქვს კორონავირუსის 104 შემთხვევა.