გერმანიამ კორონავირუსის გავრცელების გამო სარისკო ზონად საქართველოც გამოაცხადა

გერმანიამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო კიდევ რამდენიმე ქვეყანა და ზოგიერთი ქვეყნის ნაწილი გამოაცხადა მომატებული რისკის ზონებად. მათი ჩამონათვალი რობერტ კოხის სახელობის ინფექციურ დაავადებათა შემსწავლელი ფედერალური ინსტიტუტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ახალ სიაშია საქართველო, რუმინეთი, ნიდერლანდის სამეფო, ტუნისი და იორდანია და ბულგარეთის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, უნგრეთის და ლიეტუვის ზოგიერთი რეგიონი.

გერმანია მომატებული რისკის ზონად ქვეყანას იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ 7 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 50-ს აჭარბებს.