აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარებმა უნდა დატოვონ ავღანეთი წლის ბოლომდე.
We should have the small remaining number of our BRAVE Men and Women serving in Afghanistan home by Christmas!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 7, 2020
ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა რამდენიმე საათში მას მერე, რაც პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითებში განაცხადა, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობა შემცირდება ხუთიდან ორნახევარ ათასამდე.
ამერიკელი სამხედროების გასვლა ავღანეთიდან გათვალისწინებულია შეთანხმებით აშშ-ს, ავღანეთის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა თალიბანს შორის. შეთანხმება შედგა თებერვალში.
ის ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროების მთლიანად გაყვანას ავღანეთიდან 2021 წლის მაისამდე, რის სანაცვლოდაც თალიბებმა დადეს პირობა, რომ იბრძოლებენ ისლამისტებთან და მოლაპარაკებებს გამართავენ ავღანეთის მთავრობასთან.