საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 190 აჭარიდანაა. ამავდროულად, გაიზარდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაც.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 179;
- იმერეთი - 91;
- კახეთი - 11;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 11;
- მცხეთა-მთიანეთი - 3;
- გურია - 3;
- ქვემო-ქართლი - 28;
- შიდა ქართლი - 10;
- სამცხე-ჯავახეთი - 1.
ქვეყანაში 4 886 აქტიური შემთხვევაა, მათგან 63 პაციენტი არის მძიმე, მათ შორის 61 მართვით სუნთქვაზეა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 752-ს გაუტოლდა, მათგან 5 866 გამოჯანმრთელდა. ქვეყენაში კორონავირუსით 72 პირი გარდაიცვალა.