ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თვითიზოლაციაშია

ჯოზეპ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელი თვითიზოლაციში გადავიდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, ეთიოპიაში ვიზიტისას თანმხლები დელეგაციის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბორელი ტვიტერზე წერს, რომ მისი პირველი ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო და მეორე ტესტის პასუხს თვითიზოლაციაში დაელოდება.