გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 292 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 7195-მდე გაიზარდა.
დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლის ბოლოდან საქართველოში დაინფიცირდა 13 521 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. აპრილის დასაწყისიდან COVID-19-ით გარდაცვლილია 109 ადამიანი.