ჩაწყობილი თამაშების გამო პოლიციამ ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის 20 მოხელე დააკავა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩეხეთის პოლიციამ 16 ოქტომბერს ჩხრეკა ჩაატარა ჩეხეთის ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის შტაბბინაში და 20 პირს წაუყენა ბრალი თამაშების ჩაწყობასა და კორუფციაში.


ეს ინციდენტი სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს ფეხბურთის მოყვარულებისათვის 11-მილიონიან ჩეხეთში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრებებში.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრების ფალსიფიკაციის ბრალდება შეეხება არა პირველ, არამედ ჩეხეთის ფეხბურთის მეორე და მესამე ლიგას.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებულთა შორისაა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე და კომუნისტური ეპოქის ჩეხეთის საიდუმლო პოლიციის ყოფილი შეფი, რომან ბებრი.

მაგრამ ჩეხეთის პროკურატურა არ ასაჯაროებს დაკავებულთა ვინაობას.

იუწყებიან, რომ მათ შორის შესაძლოა იყვნენ ადგილობრივი მსაჯებიც.