სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გაგიკ წარუკიანი, გირაოთი გათავისუფლდა საპატიმროდან

სომხეთის საპარლამენტო პარტიის ლიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, გაგიკ წარუკიანი, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან.

იუწყებიან, რომ გირაოს თანხა შეადგენს 100 მილიონ სომხურ დრამს ($206,000).


სომხეთის ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, პარლამენტის წევრ, გაგიკ წარუკიანს,ერევნის საერთო საქმეების სასამართლომ 26 სექტებერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა


წარუკიანს ბრალად ედება ხმების ყიდვა 2017 წლის საყოველთაო არჩევნებში. თავად წარუკიანი და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.


პოლიტიკოსის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მიესალმა „აყვავებული სომხეთი“ და სხვა ოპოზიციური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ გავლენიანი პოლიტიკოსის გათავისუფლება განამტკიცებს სომეხთა ერთობას მთიან ყარაბაღის წინაშე მდგარი ეგზისტენციური საფრთხის ვითარებაში.


მდიდარი ბიზნესმენი წარუკიანი სათავეში უდგას პარტია „აყვავებულ სომხეთს“, ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას, რომელსაც 132-ადგილიან პარლამენტში 25 მანდატი აქვს.