ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა  დადასტურდა

სააგენტო Рес ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსზე ტესტი 198 ადამიანს ჩაუტარდა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა.

მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 391 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი - გარდაიცვალა.