ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 78 ადამიანი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს დილით დაადასტურეს კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან, ინფიცირებულია 469 მოქალაქე. ოკუპირებულ რეგიონში მაისის შემდეგ სულ აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 559 შემთხვევა.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას აპრილიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 3739 შემთხვევა. მათგან 1462 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 35 ადამიანი.