როგორია კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი მონაცემები

საქართველოში ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტად 70 წელს გადაცილებული ადამიანები იღუპებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 27 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა.

საერთო ჯამში, კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი მონაცემები ასეთია:

  • 60 წლამდე - 15%
  • 60-70 წლამდე - 30%
  • 70 წელს ზემოთ - 53,4%

27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვლილია 238 ადამიანი. სულ დადასტურებულია 32 127 შემთხვევა, 12 632 კი - გამოჯანმრთელდა.