ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება შეაწყვეტინეს მისმა კოლეგებმა. ბრიფინგზე შეძახილით ჯერ გამოჩნდა ცესკო-ს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირთაძე, რომლის გაყვანაც დაცვამ სცადა. „ეს შედეგები არის „ქართული ოცნების" შტაბში დაწერილი. ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას. აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს", - ამ სიტყვებით მიმართავდა ჟვანიას კირთაძე.
ცესკო-ს წევრმა „ევროპული საქართველოდან დავით გურგენიძემ, ასევე გააპროტესტა არჩევნების წინასწარი შედეგები.
ცესკოს პირველი წინასწარი მონაცემები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 54,72 %;
- „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 23,61 %
- „გირჩი“ – 1,91 %
- „ევროპული საქართველო“ – 3,99%
- „ლელო“ – 2,66%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46 %;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,34%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 0,92%;
- „მოქალაქეები“ – 0,93%;
- „ერთიანი საქართველო“ - 0,73%.