ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია საარჩევნო უბნების შედეგების ნახევარზე მეტი, 52, 59%.
სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2023 უბანში.
დათვლილი ხმების შედეგები ამ დროისათვის ასეა გადანაწილებული:
ქართული ოცნება - 49, 73%;
ნაციონალური მოძრაობა - 25,56%;
ევროპული საქართველო - 3,8%;
პატრიოტთა ალიანსი - 3,29 %;
ლელო-საქართველოსთვის - 3,14%
სტრატეგია აღმაშენებელი -3, 05%
გირჩი- 2,87 %
ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები 1.33%
ლეიბორისტული პარტია-1,01%
ოპოზიციის მტკიცებით, ცესკოს პირველადი შედეგები არ შეესაბამება არჩევნების რეალურ შედეგებს. 1 ნოემბერს 16 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.