ოპოზიციის მოთხოვნას ხელახალ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსიც“ უერთდება - პაატა დავითაია

ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საპრლამენტო არჩევნების გაუქმებასა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, „პატრიოტთა ალიანსიც“ უერთდება. ამის შესახებ ოპოზიციის შეხვედრაზე განაცხადა პაატა დავითაიამ.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკოს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო“ და, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“.