აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანის დაინფიცირება და 2-ის გარდაცვალება დაადასტურა.

80 წლის ქალი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 60 წლის მამაკაცი გუდაუთის ჰოსპიტალში.

აპრილიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 4426 შემთხვევა. მათგან 2430 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 45 ადამიანი.