ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევიდან 976 თბილისიდანაა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანწილდა:

  • თბილისში - 976;
  • აჭარაში - 328;
  • იმერეთში - 368;
  • ქვემო ქართლში - 61;
  • შიდა ქართლში - 135;
  • გურიაში - 62;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280;
  • კახეთში - 70;
  • მცხეთა-მთიანეთში - 31;
  • სამცხე-ჯავახეთში - 55;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 49 218- შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 289 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 33 459.