ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ 6 ნოემბრის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობენ 228 პაციენტს და მედიკოსების აღრიცხვაზეა 1046 ინფიცირებული.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს COVID-19-ით 14 ადამიანის გარდაცვალება.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას აპრილიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, აღრიცხული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 4581 შემთხვევა. მათგან 2490 - გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 47 ადამიანი.