საოლქო კომისიებს სულ 162 საარჩევნო უბნის გადათვლის მოთხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა". მისი მონაცემებით, აქედან საოლქო კომისიებმა:
უარი თქვეს 152 უბნის გადათვლაზე;
თანხმობა განაცხადეს მხოლოდ 10 უბნის გადათვლაზე;
უარის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადათვალეს 2 უბანი;
საერთო ჯამში მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმები ხელახლა არ გადათვალეს.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.
ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.