ბაიდენის მომხრეები ვაშინგტონის ქუჩებში გავიდნენ და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მოქალაქეებმა, რომლებმაც არ უყურეს ახალ ამბებს, მაინც შეიტყვეს, რომ მედიის მიერ ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. დილის 12-ის ნახევრისთვის ვაშინტონის დედაქალაქის ქუჩებში იყო სიჩუმე, რომელიც დაირღვა შეძახილებით ჯერ ბინებში, შემდეგ კი უკვე გარეთ, ქალაქის ქუჩებში მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მედიის თანახმად, ბაიდენმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპთან პაექრობაში საპრეზიდენტო კენჭისყრის ბიულეტენების ოთხდღიანი დათვლის შემდეგ.

ქუჩებში ისმოდა შეძახილები, მუსიკის ხმა, ზარების რეკვა, ავტომანქანების სიგნალების ხმა.

მალე ხალხმა მიაშურა თეთრი სახლის მიმდებარე მოედანს, სადაც ტრადიციულად იმართება ხოლმე საპროტესტო და სხვა თავყრილობები. შეკრებილებს ეჭირათ აშშ-ის, ასევე ლგბტ-თემის დროშები, ზოგიერთ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმლებით ბოთლები.

ბაიდლენის მომხრე ჯგუფი ასრულებდა სიმღერას, 1969 წლის ჰიტს, "Na Na Hey Hey Kiss Him Goodbye". თითქმის ყველა შეკრებილი იყო პირბადით. აშშ-ში მძვინვარებს კორონავირუსის პანდემია, 6 ნოემბერს ამ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდი დამყარდა.

ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობს ხალხი ამერიკის სხვა ქალაქებშიც.