კორონავირუსით გარდაიცვალა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. მას კორონავირუსი ოქტომბრის ბოლოს დაუდასტურდა.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.