კიევი სანქციებს დაუწესებს ნიკარაგუას ანექსირებულ ყირიმში კონსულის დანიშვნის გამო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აამოქმედებს სანქციების პროცესს ნიკარაგუის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არაკანონიერი „საპატიო კონსულის“ დანიშვნის გამო.

ნიკარაგუამ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეუთანხმებლად, ანექსირებულ სიმფეროპოლში გაამწესა და რუსეთის ფედერაციის საპატიო კონსულის უფლებებით აღჭურვა ოლეგ ბელავენცევი, რომელსაც უკრაინამ 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაში მონაწილეობისთვის.

უკრაინა აცხადებს, რომ არაერთხელ გააფრთხილა ნიკარაგუა, რომ ასეთი ქმედება არღვევს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ ნაბიჯის გამო, ჯერ კიდევ აგვისტოში, კიევმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ნიკარაგუას საკონსულოს გახსნის თაობაზე და გააფრთხილა მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ.

ნიკარაგუა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რეგულარულად არ უჭერენ მხარს რუსეთის ოკუპანტ ქვეყნად აღიარების შესახებ უკრაინის მიერ გაეროში ინიცირებულ რეზოლუციებს.