56 წლის კაცი მეზობლის ბავშვთან სექსუალური ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 56 წლის კაცი, რომელსაც მეზობლის ბავშთან სექსუალური ხასიათის ქმედება ედება ბრალად. კაცი ხაშურში დააკავეს. ბავშვის ასაკს შსს-ში არ ასახელებენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა", - აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.