კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა იტალიაშიც

კოვიდ-კლინიკა მილანის მახლობლად

იტალია გახდა მსოფლიოში მეათე ქვეყანა, სადაც კორონავირუსით უკვე დაავადდა მილიონზე მეტი ადამიანი.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში, იტალიაში დაინფიცირდა 1 028 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 372 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 43 000-ს უახლოვდება.

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც უკვე დაავადდა 10 მილიონზე მეტი ადამიანი და 241 600-ზე მეტი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევები ერთ, ან რამდენიმე მილიონს აჭარბებს ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთსა და კოლუმბიაში.