ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ვაგონს. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების 11 ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხერხდა და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.